დღეს, პარტია “საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა გია ცეცხლაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ მისი გუნდის წევრებზე, “ქართულუ ოცნების” მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.
გია ცეცხლაძემ კონკრეტულ მაგალითად დაბა ნასაკირალში მათ მიერ შერჩეული მაჟორიტარობის კანდიდატი, ნონა ტუნაძე დაასახელა.
ოზურგეთის მერობის კანდიდატის თქმით, ტუნაძეს კანდიდატურის მოხსნა არჩილ და ავთანდილ თალაკვაძეებმა აიძულეს. როგორც გაირკვა, თალაკვაძეები, გუშინ, ტუნაძეს მართლაც შეხვდნენ. ტვ პირველის მიერ ჩაწერილი აუდიოფაილით ირკვევა, რომ ტუნაძეს თალაკვაძეებმა სკოლაში დასაქმება და მისი მეუღლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაპირდნენ და სწორედ ამის გამო მოხსნა მან კანდიდატურა რეგისტრაციამდე 1 დღით ადრე.