გორის მე-10 ბაგა-ბაღის გამგეს მოზარდზე, ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ფეისბუქ პოსტი გორის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში გავრცელდა.
არასრულწლოვნის დედა წერს:
ეს არის გორის 10 ბაგა-ბაღი ბაღის გამგის ლია ჭონიშვილის ნახელავი. ბავშვების ჩხუბის გულისთვის ჩაეჭრა ჩემს შვილს და სცემა თავში და მხრის არეში რამდენჯერმე დაარტყა როცა არ გაარკვია რა ხდებოდა მაგის შვილიშვილმა რამდენჯერმე დაარტყა ჩემს შვილს და როცა ჩემმა შვილმაც პასუხი დაუბრუნა და ჩხუბი მოუვიდა მაგის ბავშვი წაიქცა და რომ უთხრეს ჩაეჭრა ჩემ შვილს ჯოხით და სცემა მერე ჯოხი გადააგდო და ხელით გააგრძელა ცემა ეზოში რომ ამას აკეთებს ბაღის გამგე ბაღში რაღას უზავს ბავშვებს და ჩემი შვილი არც მეუბნებოდა ისევ მაგას რომ არ დაერეკა შეშინებულს ეხლა ეს ვითომ ქალი რის ღირსია რა ეკუთვნის როცა მაგის შვილიშვილი ბევრჯერ გავაფრთხილე ასეთ საქციელზე წყნარად ვარიგებდი ხოლმე ისე რომ ბავშვს არ შერცხვენოდა და არც მაგ ქალბატონის ყურამდე მიმქონდა როგორც იქცეოდა მეგონა წყნარი დარიგებით შეიგნებდა მაგის შვილიშვილი რა ეკუთვნის ეხლა ამის გამკეთებელს” წერს მშობელი [სტილი დაცულია]