ბიძინა კულუმბეგოვი “მთავარი არხის” ეთერში გადაცემაში “ღამის მთავარი” აცხადებს:
“ნებისმიერი წამლის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ მედიცინაში, შეიძლება განვითარდეს ალერგიული რეაქცია. აქ არაფერი უცხო არ არის. თუ 1 მილიონი ადამიანი გაიკეთებს პენიცილინის ტიპის ანტიბიოტიკს, 400-დან 500-მდე შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია. 1 მილიონი ადამიანი თუ გაიკეთებს COVID საწინააღმდეგო ვაქცინას, მაგალითად Pfizer-ს, ეს რისკი შეიძლება იყოს 4-დან 5 ადამიანამდე. “სინოვაკისა” და “სინოფარმის” შემთხვევაში კი მსგავსი რეაქცია მხოლოდ 1 შეიძლება იყოს… კიდევ ერთხელ ვამბობ, ალერგია ნებისმიერი სახის, კანის, სასუნთქი გზების, ასთმა, მედიკამენტური, მსგავსი ალერგიები არანაირ კავშირში არ არის COVID საწინააღმდეგო ვაქცინასთან”, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
ის ასევე ექიმებს მოუწოდებს, რომ ალერგიის მიზეზით მოქალაქეებს ვაქცინაციაზე უარი არ უთხრან.