“ვერაფერს გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული მოსამართლეების მიმართ იყოს სანქციები, რომლებმაც არამართლზომიერი გადაწყვეტილებები მიიღეს. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე რაღაც ვთქვა, დებატებში შევიდე. ბრიუსელში არის კომისია, დავსხდებით და ვისაუბრებთ”.
– თქვა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ ფრამონმა TV “ფორმულას” ეთერში.