რა შეღავათები დააწესა იუსტიციის სამინისტრომ სრულად აცრილებისთვის

იუსტიციის სამინისტრო სრულად აცრილებისთვის შეღავათებს აწესებს. Covid-ვაქცინით ორჯერადად აცრილი პირები იუსტიციის სამინისტროს სერვისების ნაწილს უფასოდ მიიღებენ,  ნაწილს კი – ნახევარ ფასად.

სრულად ვაქცინირებულები უსასყიდლოდ იუსტიციის სამინისტროს შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:

  • ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილება და შეწყვეტა.
  • ·უძრავ ქონებაზე ამონაწერის განახლება.

ორივე დოზით აცრილ პირებზე 50% იანი ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ სერვისებზე:

  • ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ცნობა;
  • ID ბარათზე სერტიფიკატის განახლება.

“შეღავათების მიღება ორჯერადად ვაქცინირებულთათვის იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში წინასწარი ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი” – აცხადებს იუსტიციის სამინისტრო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share