CNews-ს წყარო „ქართული ოცნებიდან“ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის. კერძოდ, საუბარია პრემიერ ირაკლი ღარიბაშილის საიდუმლო ბრძანებაზე, რომელიც მან მხარის გუბერნატორებსა და ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს დახურულ თათბირზე მისცა.
არაფორმალური თათბირის ჩატარების ზუსტ დროს და ადგილს წყარო არ აკონკრეტებს, მაგრამ დაზუსტებით ამბობს, რომ ღარიბაშილი ქვეშევრდომებს უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ შეხვდა და მაგიდაზე სულ ხელები უბრახუნა.
„ყველა რეგიონმა არჩევნებზე „ოცნებას“, მინიმუმ, 46 პროცენტი უნდა მოუტანოს. ვინც ამ დავალებას ვერ შეასრულებს, სამი ოქტომბრიდან არათუ თანამდებობას დაემშვიდობება არამედ, მასზე შეიძლება, სისხლის სამართლის საქმეც აღვძრათ“ – აი, ზუსტად ასე განუცხადა პრემიერმა მხარის რწმუნებულებს, თუმცა განსაკუთრებული დავალება სამგერელოს გუბერნატორს გიორგი გუგუჩიას და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს მისცა,“ – უყვება CNews-ს წყარო „ქართული ოცნებიდან“.
„დამარხეთ გახარია!“ – ასე მიუმართავს ღარიბაშვილს გიორგი გუგუჩიასთვის, რომელსაც წყარის თქმით, თავი ჩაუხრია და უთქვამს, ბრძანება შესრულებული იქნებაო.
ის, რომ გუგუჩიას ბრძანებების, თუნდაც უკანონოსი, შესრულება უნდა შეეძლოს, გასაკვირი ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგან სანამ ისეთ პოლიტიკურ თანადებობაზე დაინიშნებოდა, როგორიც სახლემწიფო რწმუნებულობაა, შს-ში სხვადასხვა პოსტზე მუშაობის გარდა, ერთ უმნიშვნელო თანამდებობაზე მუშაობდა – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წყალმომარაგების უფროსი გახლდათ. ვერაფერს იტყვით – იმისთვის, რომ ადამიანმა მხარე მართოს, შსს-ს დაცვის პოლიციის წყალმომარაგების უფროსობა, მართლაც, დიდი გამოცდილებაა.
წყარო ასევე, გვიყვება, რომ „ოცნებისთვის“ მთავარი თავის ტკივილი ამ ეტაპზე ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. შესაბამისად, მთელი სახელმწიფო აპარატი პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის წინააღმდეგ არის დარაზმული.
„პირადად ღარიბაშვილს გახარაისთან ეჭვიანობის მომენტი აქვს. ყოველ შემთხვევაში, ვერ არკვევს, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის პროექტია თუ არა. ამიტომ, „სტრახოვკას“ აკეთებს და გუბერნატორებს გახარიას დამარხვის დავალებაც ამიტომ მისცა, მაგრამ თუ გაირკვევა, რომ გახარია ივანიშვილის კაცია და ბიძინა გაიგებს, რომ ღარიბაშვილი მისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდა, ამ უკანასკნელის მოღვაწეობა იმაზე ცუდად დამთავრდება, ვიდრე თვითონ წარმოუდგენია,“ – ამბობა CNews-ის წყარო მმართველი გუნდიდან და დასძენს, რომ ღარიბაშვილის გადაყენება ყველა ვარიანტში გადაწყვეტილია და მნიშვნელობა არ აქვს, არჩევნები როგორი შედეგით დამთავრდება.
ზოგადად, „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ძველებურად რომ გეგმავს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბოლო დღეებში, მმართველი გუნდის წარმოამდგენლები ერთმანეთის მიყოლებით აკეთებენ განცხადებებს, 43% კი არა, 50%ზ-ზე მეტსაც ავიღებთო. ამ კონტექსტის გათავლისწინებით, საიდუმლო თათბირი, რომელიც ღარიბაშვილმა გუნერნატორებთან გამართა, აბსოლუტურად ლოგიკურია.