ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” პარტიული სია ჩოხატაურში ცნობილია. გახარიას გუნდმა სია ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე დაარეგისტრირა. ჩვენს მიერ მოპოვებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ
სიის პირველი ნომერი გოგი ბოლქვაძეა – ჩოხატაურის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, რომელმაც “ქართული ოცნება” ცოტა ხნის წინ დატოვა.
სიის მეორე ნომერი ვალერიან ჩხიკვაძეა,
მესამე ბაია ძნელაძე.
მეოთხე ნომრად გახარიას გუნდმა ზვიად ბენდელიანი შეარჩია,
მეხუთე ნომერი ექიმი ვახტანგ გაჩეჩილაძეა.
სიის მეექვსე ნომერი სამრევლო სკოლის პედაგოგი მადონა ზაქარეიშვილია;
მეშვიდე – ლევან ჯიქია.
მერვე ნომერს ვასიკო სიხარულიძე იკავებს,
მეცხრე ნომერი თამარ თავბერიძეა.
ათეულს ჯონი ტრაპაიძე ასრულებს.
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ჩვენი ინფორმაციით დღეს, გიორგი გახარია ჩოხატაურის მერობის კანდიდატად პაატა ბერიშვილს დაასახელებს, რომელიც ჩოხატაურის მერიის მოქმედი თანამშრომელია.