მამაჩემს ერთი ამბის მოყოლა უყვარდა (მგონი მომიყოლია): თურმე კომუნისტების დროს ერთი ფირალი მაღალ თანამდებობაზე დაუნიშნავთ, ცოტა ხანში კი მოხსნა გადაუწყვიტეს, მაგრამ ვერაფერი გამოუვიდათ. ხალხი ერთმანეთში ლაპარაკობდა: “მაი კაძახი ტყეში რომ იყო ფირალად გავარდნილი იქიდან ვერ გამუაგდეს და ახლა კაბინეტიდან გამუაგდებ?!”
ეს ქოცები სამთავრობო სკამებზე ტრაკებით რომ არიან დაწეპებულნი, არჩევნებით დათმობენ ამ მუქთა კარმუშკას, მეწველ ძროხას, რომელსაც საქართველო ჰქვია? ჩემი მტერი არაა. ეგენი ყველაფერზე ხელისმომწერნი არიან ძალაუფლების შესანარჩუნებლად, საკუთარ დედებს და ოჯახებს გაჰყიდიან, მაგათ საკუთარი სტომაქის გარდა აფერი აინტერესებთ.
ღმერთმა დამიფაროს ზემოთ აღნიშნული გურული ფირალი ამ უსინდისო გამყიდველ მონებს შევადარო, ფირალებს ღირსების კოდექსი გააჩნდათ, ამათ? ხვიშტი!