“დიალიზზე ვარ, ექიმებს ეშინოდათ, მაგრამ გართულების გარეშე ავიცერი“- ბუბა კიკაბიძე

ბუბა კიკაბიძე ჟურნალ „სარკესთან“ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს რომ ამის მიუხედავად, უპრობლემოდ აიცრა.

ბუბა კიკაბიძე:

მე დიალიზზე ვიმყოფები. ექიმებს, ცოტა არ იყოს, ეშინოდათ, რამე გავლენა არ მოეხდინა ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ მე ვუთხარი, უზენაესის გარეშე, რომელიც იქ მაღლა ზის, ბეწვი არ ჩამოგვივარდება, ამიტომ გავიკეთებ-მეთქი. ორივე აცრა ჩატარებული მაქვს „პფაიზერით“, არანაირი გართულება არ მქონია.

83 წლის ბუბა ყველას ვთხოვ, აიცრას. დაიცვან საკუთარი სიცოცხლე და გარშემო მყოფები. ეს ჩვენი მოვალეობაა.

https://www.newposts.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share