ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გვაჩვენა წარმოუდგენელი თავდადება, ვაჟკაცობა და თავგანწირვა, ქვეყნის სიყვარული და ხალხის სიყვარული. მან პოლიტიკაში მოსვლამდეც, რა თქმა უნდა, დაამტკიცა თავისი საქმით, თავისი ათასობით გაკეთებული ქველმოქმედებით სიყვარული და პატრიოტიზმი თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის. რომელ ქვეყანაში იცნობთ, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა და ადამიანი, რომელიც თავისი ქონების დიდ ნაწილს თავისი სურვილით და ასეთი ენთუზიაზმით, ასეთი ემოციით მიუძღვნის საკუთარ მშობლიურ ქვეყანას. 3 მილიარდი დოლარი დახარჯული აქვს კაცს საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის კეთილდღეობაში, ასეთ ადამიანს მადლობა კი არ ეკუთვნის, ასეთ ადამიანს ეკუთვნის ყოველდღე მადლობა.
ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.