ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები, აქტივისტები და მოქალაქეები რუსთაველზე, პარლამენტის წინ იკრიბებიან საპროტესტო აქციისთვის, რომელიც დღის სამ საათზე იყო დანიშნული. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და აქციებს ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად განიხილავს.
პარლამენტთან ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა პირველი სკოლიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტა.
ამ დროისთვის პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ოპოზიციის ლიდერები აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ.
აქციას 14 ნოემბერს წინ უძღოდა ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში, რომელსაც ევროკავშირის ელჩიც ესწრებოდა.