ძლიერმა წვიმამ და გამუდმებულმა წვიმებმა  პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ძლიერმა წვიმამ და გამუდმებულმა წვიმებმა  პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

ყველა ზე მძიმე მდგომარეობა ეხლა  სოფლების-ცხემლისხიდის და შემოქმედის დამაკავშირებელ გზაზეა, სადაც ადიდებულმა პატარა ღელეებმა რამდენიმე ოჯახი დატბორა.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მანანა დარჩიძის  ოჯახშია, სადაც როგორც  ოჯახის წარმომადგენლები “გურიის მოამბესთან” აცხადებენ  ადიდებულმა მოვარდნილმა ღვარცოფმა ტონანახევარი თხილის მოსავალი ოჯახს აზარალა.

ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

როგორც  მეზობლები  ჩვენთან აცხადებენ, პრობლემა სანიაღვრე არხშია, რომლის გაკეთებას ბოლო  20 წლის განმავლობაში  მაცხოვრებლები ითხოვს, თუმცა ვერ მოხერხდა სხვადასხვა მიზეზების გამო.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: