ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ინფიცირების შემთხვევების მატებასთანაა პირდაპირ კავშირში. მისი თქმით, ლეტალობა ინფიცირების რაოდენობის დინამიურ კლებასთან ერთად, დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება.
მისი თქმით, ახლა ლეტალობის პიკია.
“პიკს მოჰყვება ხანგრძლივი მაღალი ციფრები, თუ მომავალში გვექნება ინფიცირების რაოდენობის შემცირება დინამიური კლებით ან თუნდაც შევინარჩუნებთ გარკვეული პერიოდი ამ მაჩვენებელს და ნელ-ნელა მოიკლებს, ამას მოყვება ლეტალობის მაჩვენებლის შემცირებაც.
ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან. ეს ჩვეულებრივად კორელაციაშია. რაოდენობის შეჩერებას კლებას ჯერ ვერ წაყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოყვება ორი სამი კვირის შემდეგ”, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, ზედიზედ მეორე დღეა საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა ფიქსირდება.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 034 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 86 ადამიანი.