ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ღორის მეპატრონემ აცნობა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მაცხოვრებელმა ვალოდი ურუშაძემ გვითხრა, ადიდებულმა მდინარემ საღორედან, სადაც ოჯახს სამი ღორი ჰყავდა, ერთი ღორი გაიტაცა და მას თხილის მოსავალიც მიაყოლა.
გურიაში 3 დღეა გადაუღებლად წვიმს, რამაც პრობლემები შეუქმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჭანიეთში, ცხემლისხიდსა და შემოქმედში.