ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, არხის ცენტრალური სერვერი გათიშულია, რაც შესაძლოა კიბერთავდასხმით იყოს გამოწვეული.
“ჩვენ ვერ ვახერხებთ ახალი ამბებით ეთერში ოპერირებას. მიზეზი არის ის, რომ დღეს გამთენიისას, 4:31 წუთზე ავტომატურად გაითიშა ცენტრალური სერვერი. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ავარიულ რეჟიმში. ცოტა ხანში ოფიციალურად გვეცოდინება, იყო თუ არა ეს კიბერთავდასხმა, თუმცა, მოვლენების ქრონოლოგია ამის ეჭვებს აჩენს”- ამბობს მელაძე