რატომ ხსნიდნენ დვაბზუს გამგებელს

დვაბზუს (თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში) გამგებლის, მამუკა გოგუაძის განცხადებით, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატის, ვასილ ჩიგოგიძისათვის მხარის დაჭერაზე უარის თქმის გამო მას თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ.
გამგებლის მტკიცებით, საბოლოოდ ის იძულებით შვებულებაში გაუშვეს და ადგილზე ხელისუფლებას ერთი თვით ჩამოაშორეს.
ამ განცხადებას გოგუაძე სოციალურ ქსელ ფეისბუკში, ტვ “მთავარის” კორესპონდენტის, ვლადიმერ მენაბდის გვერდზე წერს:
“იმისთვის,რომ მხარს არ ვუჭერდი ახლანდელ დეპუტატს, ბრძანება გაიცა ჩემს მოხსნაზე (მე ჩემი სამართლიანი პრეტენზიები მქონდა ), ახლა ხომ გამოჩნდა ვინ ყოფილა მართალი? იძულებით შვებულებაში გამიშვეს რამდენიმე დეპუტატის მოთხოვნით…არა უშავს…ასაკი მიახლოვდება, თუ არა ასეთები ბევრი ჩამომიცილებია გზიდან”.
წერს გოგუაძე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share