“მოსამართლემ ბატონო ნიკა, თანახმა ხართ თუ არა…პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, არა”-ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ არ აპრიებს “ოცნების” მხირდან 20 ივნისის ამნისტია მიიღოს. მისი თქმით, ამ ამნისტიით ხელისუფლებამ მოძალადეები პატრიოტ მოქალაქეებს გაუთნაბრა.

“20 ივნისის ამნისტია დასულდა ისე როგორც ველოდი, მოძალადეები შეიწყალეს და  ახლა უნდათ, რომ ნიკა მელია ადგეს და სასამართლოში მიიღოს ეს მოწყალება, ახლავე ვეუბნები, თქვენი ეთერით, რომ ნუ დაიღლიან თავს, ნუ შეიწუხებენ ზედმეტი კითხვების დასმისგან, შეუძლებელია მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი იმდაგვარად, რომ ჩემი ნება იყოს გამოხატული.

თითქოს მე თანხმობა უნდა განვაცხადო საპროცესო გარიგებაზე, ეს არაა ამნისტიის აქტი, კონკრეტული კითხვა უნდა დასვას მოსამართლემ ბატონო ნიკა, თანახმა ხართ თუ არა… ეს კითხვა უნდა დიასვას, ეს არის ორჯერ ორი ოთხი და პასუხი იქნება, რა თქმა უნდა, არა”, – თქვა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ხვალ, 9 სექტემბერსაა ჩანიშნული. ამავე თემაზე:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share