ვოლსკი: მაქვს საფუძველი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ოპოზიცია 3 ოქტომბრის დესტაბილიზაციისთვის ემზადება

თუ სამეთვალყურეო მისია იქნება, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არ არის სამეთვალყურეო მისია. ეს არის მისია იმისთვის, რომ დაძაბულობის ის ხარისხი შექმნას, რომელმაც შეიძლება დესტაბილიზაციამდე მიიყვანოს. ანალიზი აქვთ გაკეთებული და თავადაც იციან, რომ პერსპექტივა გამარჯვების არ არსებობს. ვფიქრობ და მაქვს საფუძველი, პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ისინი სამი ოქტომბრის დესტაბილიზაციისთვის ემზადებიან. ისეთი სისტემაა შემოღებული, არჩევნებს რომც გინდოდეს, ვერ გააყალბებ. ასეთი სურვილი კი არავის აქვს.

ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ დღეს მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share