ოპოზიციის რჩევა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს – “დაატრენინგეთ, რომ ჟურნალისტებს არ უთხრან” (ვიდეო)

დღეს, ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ბისიეშვილს ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კახა ასკურავამ რჩევა მისცა თუ როგორ და რატომ უნდა დაატრენინგონ კომისიის წევრები, რომლებიც ჟურნალისტებს ესაუბრებიან. ეს რჩევა, ასკურავამ მას შემდეგ გაიმეტა, რაც მამათის #11 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა, სოფელში მერის წარმომადგენლის ცოლმა, ჟურნალისტთან აღიარა, რომ ის ქართული ოცნების მხარდამჭერია და მიუხედავად იმისა, რომ ოლქმა, როგორც ნეიტრალური წევრიისე დანიშნა, ის მმართველი გუნდის აქტივისტია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share