” ეს არის სააკაშვილის და კეზერაშვილის ერთობლივი სიზმრები, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოგვიდგინეს და ჩვენ შეგვიძლია ინტერესით დავაკვირთდეთ ამ სიზმრებს. ამ სიზმრებში არის ერთი რამ ძალიან საინტერესო, პირდაპირ იკვეთება მათი ინტერესი. მათი ინტერესია, რაღაცნაირად „ნაცმოძრაობა“ და გახარიამ ერთობლივად მოახერხონ, ისეთი რაოდნეობის ხმების შეკრება, რომელიც მათ ქვეყნის არევის საშუალებას მისცემს. ეს სიზმრები არასდროს არ ამხდარა. კვლევები ყოველთვის არის ხოლმე მათი სიზმრები, სააკაშილი-კეზერაშვილის სიზმრები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნებას“ გამოკითხულთა 33% მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 25%, „საქართველოსთვის“ – 10%.