2021 წლის 6 თვეში შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებაზე 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა – TI გაზრდილ ხარჯებზე

“საერთაშორისო გაჭირვალიობა – საქართველომ” სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები შეისწავლა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომლებზე 2021 წლის იანვარ-ივნისში 153.2 მლნ ლარი დაიხარჯა.

ეს 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 84.4 მლნ ლარით, ხოლო 2019 წლის მაჩვენებელზე 95 მლნ ლარით მეტია.

  • 2021 წლის პირველ ნახევარში მივლინებებზე 28.4 მლნ ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2.6-ჯერ აღემატება, 2019 წლის მივლინების ხარჯებს კი – 32%-ით (7 მლნ ლარით).

სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო ხარვეზებსა და კორუფციის ნიშნებზე საუბრობს. მათი ცნობით, შტატგარეშე დასაქმებაში თავს იჩენს ნეპოტიზმი, რის გამოც ფინანსთა სამინისტრო უნდა აქვეყნებდეს ჩაშლილად რომელ უწყებაში რამდენი ადამიანია დასაქმებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share