აფთიაქში დანთებულმა სანთელმა ოზურგეთის ცენტრი პანიკაში ჩააგდო

სახანძრო სამაშველო ბრიგადა და რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი იყო რამდენიმე წუთის განმავლობაში მობილიზებული ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის აპოლონ წულაძის ქუჩაზე.

როგორც “გურიის მოამბეს” ადგილიდან აცნობეს, ამის მიზეზი ამავე ქუცაზე მდებარე ერთ ერთ აფთიაქში, გამყიდველის მიერ ათებული სანთელი გახდა.

როგორც გვიყვებიან, სანთლის ანთებისას ცეცხლი ახლო მდებარე ქაღალდზე გადავიდა, რის გამოც შეშინებულმა თანამსრომლებმა სახანძრო გამოიზახეს, თუმცა ცეცხლი ისე უცებ ჩააქრეს რომ არც სახანზრო და არც სხვა დახმარება ობიექტს არ დასჭირვებია.

თავისთავად არც არავინ დაზარალებულა და აფთიაქს ზარალი არ მიუღია.

უბრალოდ რამდენიმე ადამიანმა იქვე თავი მოიყარა, წამით გადადო გვერდზე პოლიტიკა და სოციალური სიდუხჭირე და თავი ჭორაობით შეიქცია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share