“მინდა მივმართო საქართველოს შეარაღებული ძალების ოფიცრებს, სამხედრო მოსამსახურეებს. მე ძალიან ვამაყობ, რომ თქვენი თანამებრძოლი ვარ. პრაქტიკულად თქვენთან ერთად შევქმენი ტილიანი გაუბედურებული, განადგურებული ჯარიდან, ნამდვილი ბრძოლისუნარიანი, საამაყო საბრძოლო შენაერთები, რომლებმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში გაითქვეს სახელი….
თქვენ ივანიშვილს ეზიზღებით, მას აქვს ტაქტიკა, რომ საქართველოს არ გვჭირდება ჯარი. გახსოვთ, რომ მრავალი წელი კრძალავდა სამხედრო აღლუმებს, რამდენიმე ათეულ ოფიცერს კონვერტში უხდის ხელფასს იმისათვის, რომ პრობლემები არ შეუქმნან და გააკონტროლონ დანარჩენი ჯარი. ბინები ნაწილდება ნაცნობობით, ნეპოტიზმით და არავის მიუღია დამსახურებით. ბევრი ოფიცერი გააქციეს. აღჭურვა მკვეთრად შესუსტდა და ვარჯიში ნულზეა ჩამოყვანილი. ეს არის სამარცხვინო. ივანიშვილს სჭირდება ფარჩაკი, განადგურებული სუსტი საქართველო და არაფერში არ სჭირდება თქვენი არსებობა. მეგობრებო თქვენ გარდა ყველაფრისა თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქეები და ერთად უნდა მოვემზადოთ. მოგმართავთ სამხედროებს მოვემზადოთ ჩვენი სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, არჩევნებზე აქტიურად მონაწილეობისთვის. საქართველოს სჭირდება ახლა შველა და თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს და ასევე ჩვენი გმირი ვეტერანების. აბა თქვენ იცით. ყველაფერი კარგად იქნება”. – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა.