“დარწმუნებული ვარ, მისმენენ, არანაირი პრობლემა არა მაქვს, მისმინონ და კარგია თუ გაითვალისწინებენ, რასაც ვლაპარაკობ” – ელისაშვილი

“მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმიანება გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს და “ტვ პირველთან” ამბობს:

“დარწმუნებული ვარ [რომ მისმენენ], თუ მოგვისმენენ და გაითვალისწინებენ, რასაც ვლაპარაკობთ, სულაც არ ვიქნებით უკმაყოფილოები. არანაირი პრობლემა არა მაქვს, მისმინონ. ერთადერთი თხოვნა მექნება, თუ მოგვისმენენ, თან გაითვალისწინონ ის რაღაცები, რასაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვლაპარაკობთ”

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონო მოსმენებს ეხება და სწორედ ამიტომაა მათი არსებობა პრობლემა, თუ ავთენტურობა დადასტურდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share