“ღირსეულ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის და სახელმწიფოს უსაფრთხოება სპეცსამსახურების სინდისზე და მხრებზე დგას. ეს არის სისტემა, რომლის შემადგენლობაშიც ნებისმიერი კანდიდატის მიღება შემოწმების უმკაცრესი პრინციპით და კრიტერიუმით მიმდინარეობს რათა მომავალი ოფიცერი პათოლოგიურ ცდუნებებს არ აჰყვეს, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა ერთი მარტივი მიზეზის გამო – მას თავად პათოლოგი მართავს!
ის რაც ახლა ხდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ჯოჯოხეთია.
ახლავე ავუხსნი მკითხველს, თუ რა მზაკვრული გეგმის ობიექტი აღმოჩნდა ათასობით ჩვენი მოქალაქე (შეიძლება მათ შორის მე, ან შენ)
როგორც ვიცით, არსებობს 3 000-ზე მეტი ფაილი, რომელიც უკანონოდ მოიპოვა სხელმწიფო უშიშროების სამსახურმა და შემდეგ ეს მასალა ხელ-მისწავდომი გახდა საზოგადოებისთვის. ეს ხდება იმ ქვეყანაში სადაც ადამიანების დიდ ნაწილს, წაკითხული მცირე ზომის ტექსტიდან შინაარსის გამოტანა და სწორი ანალიზის გაკეთება არ შეუძლია. ბუნებრივია უამრავი ტყუილ-მართალში, არსებობს დიდი შანსი, რომ ეტაპობრივად მოახდება ნებისმიერი ფორმით დოსიეების ფაბრიკაცია, რომლის გარჩევა თავად პროფესიონალ იურისტსაც კი გაუჭირდება.
კომპრომატების ომი, ეს არის ხილული ჯოჯოხეთი, უხილავის ხელით შექმნილი, რომელიც ვერ და არ არჩევს. შენს დედას, მამას, დას, ძმას თუ ნებისმიერ უახლოეს ადამიანს.
მახსოვს, როდესაც ლუსტრაციის კანონპროექტზე ვმუშაობდით მე და ჩემი მეგობრები, მთელი სიფრთხილით ვეკიდებოდით და ვაანალიზებდით მისი მიღებისა და ამოქმედების შედეგს.
დიახ ჩვენ აღმოვჩნდით სერიოზული დილემის წინაშე. ერთის მხრივ ხელშეუხებელი რჩებოდა ათიათასობით აგენტი და მეორეს მხრივ, ვიდექით სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომის ზღვართან, რადგან ამ კანონის მიღებას სჭირდებოდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მაღალი მოქალაქეობრივი და ზნეობრივი თვითშეგნება.
ბევრი არაფერი შეცვლილა რამდენიმე ათეული წლის შემდეგ. 25-30 %-ამდეც ვერ შევძელით სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და სამწუხაროდ იგივე დილემის წინაშე აღმოვჩნდით, ოღონდ ერთი გათავხედებული კაცის ხუშტურით, რომელმაც გადაწყვიტა საკუთარი ხელით, რუსული ტანკებისა და ხელყუმბარების გარეშე ამოგვაწყვეტინოს ერთმანეთი.
დიახ ეს მოხდება! მოხდება როდესაც ვიღაც ვიგინდარა გამოქვეყნებს, როგორ ღალატობდა ცოლი – ქმარს; მამა – შვილს; მეგობარი – მეგობარს; და ა.ს.შ. მოხდება რადგან გაგვიჭირდება ამდენ სიმყრალეში რეალურ ჭეშმარიტებასთან მიახლოვება.
ეს აღარ არის სახელმწიფო! ეს არის ჯოჯოხეთი რადგან ქვეყანა პრაქტიკულად დაუცველია. აღარ არსებობს არცერთი მნიშვნელოვანი საიდუმლო, რომელიც უცხო ქვეყნებისთვის ხელ-მიუწვდომი არ არის.
ივანიშვილმა ბოლომდე გახრწნა ის სამსახური, რომელსაც თქვენი უსაფრთხოება უნდა დაეცვა”.
წერს ფეისბუქგვერდზე AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი.