ოზურგეთის მერის წარმომადგენელი დვაბზუს ტერიტორიულ ერთეულში, მამუკა გოგუაძე, ამავე სოფლის მაჟორიტარ დეპუტატს, “ქართული ოცნების” წევრ როზეტა სკამკოჩაიშვილს, და მის შვლს ასევე მმართველი პარტიიდან საკრებულოს წევრ მარიკა ჩხიკვიშვილს ღიად უპირისპირდება და აანონსებს, რომ დღეიდან მათ საქმიანობაზე საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით მოუთხრობს.
“ჩემო ფბ მეგობრებო.გუშინ გამოვაქვეყნე პოსტი,რომელიც ეხებოდა ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის და ამჟამად საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის,მარიკა ჩხიკვიშვილის პოსტს,რომელიც უცვლელად გადმოვიტანე ჩემს გვერდზე და ამ 16 დღის განმავლობაში,ყოველდღე ვეცდები დავდო არგუმენტირებული ფაქტები არა ჩემი,არამედ მისი მოღვაწეობისა.დღეიდან ვიწყებდი ამ თემის გაშლას,მაგრამ ერთი გარემოების გამო,გადავწყვიტე ხვალისთვის “ჩავუჯდე” ამ საქმეს.
რატომ?დღეს დვაბზუს საექიმო ამბულატორიაში,ჩატარდა ვაქცინაციის მეორე ეტაპი.ასაცრელად რიგში მყოფ ადამიანებთან იმყოფებოდა მარიკა ჩხიკვიშვილის დედა,საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ჩვენივე სოფლიდან და ერთ ჩემს ახლობელს დააბარა ჩემთან,რომ სასამართლოში მიჩივლებდა(?)ეს მოხდა ხალხის თანდასწრებით,ხმამაღალი ტონით,ეფექტის მოსახდენად…ძალიან შემეშინდა,მაგრამ როცა გამახსენდა,რომ ასეთ ტონში,2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ,ის დაემუქრა ენმ–ის ხელმძღვანელობას,სადაც მოითხოვდა ნაციონალურ მოძრაობას გადაეხადა მისთვის ბინის ქირა,სადაც განთავსებული იყო მათი საარჩევნო შტაბი და თითონ წარმოადგენდა ერთ-ერთ აქტივისტს,ცოტა დავმშვიდდი. როცა სასამართლოში მიჩივლებთ ტყუილებისა და ჭორების გავრცელების გამო,არგუმენტად ეს ფაქტიც მიაყოლეთ…
ახლა კი სერიოზულად.
2019 წლის ბოლოს(თუ არ ვცდები)ოზურგეთის მერის პირადი მონაწილეობითა და ჩვენი შუამდგომლობით,ერთ-ერთ მაცხოვრებელს(შეგნებულად არ ვასახელებ პიროვნებას)ყველა წესის დაცვით,მიეცა სახლის სახურავი მისი მასალებით.საქონლის მიტანის მომენტში იქ ვიყავით მე და ჩემი თანაშემწე და მონაწილეობა მივიღეთ ამ საქონლის დაცლაში.დაახლოებით ორ კვირაში,სახლი გადაიხურა და აქაც დავესწარით პროცესს,ოჯახიც დავლოცეთ და წამოვედით.ამ ამბიდან სულ მოკლე ხანში,გაზეთ “ალიონში” იბეჭდება წერილი სურათით,რომ სოფლის დეპუტატმა …საკრებულოს თავჯდომარემ დავით დარჩიამ და …კომისიის თ-ემ ლავრენტი ბიგვავამ,სახლის სახურავი მიუტანეს…პიროვნებას. სახლი უკვე დახურულია(?)ახლა მივმართავ გაზეთის გაზეთის რედაქტორს ბ-ნ ნ.ასათიანს.რის საფუძველზე გამოაქვეყნეთ ეს წერილი, ცრუ ინფორმაცია. რატომ ჩააგდეთ უხერხულ მდგომარეობაში ბატონები დავით დარჩია და ლავრენტი ბიგვავა?რომლებთანაც დიდი ხნის ურთიერთობა მაკავშირებს?
ველი თქვენგან პასუხს,ხოლო ქ-ნ როზეტას კიდევ ერთ სამხილს სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ წარსადგენად.
დანარჩენი ხვალ…
ციკლიდან
“რაგინდოდარასმერჩოდი.” წერს გოგუაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.