ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა აზერბაიჯანიდან დაუკვეთეს

ვერაზე, ნიკოლაძს ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას უცნობმა პირმა 5-ის ნახევარზე ესროლა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში სამმა გამვლელმა, მისივე მანქანით გადაიყვანა. ახალგაზრდა მამაკაცი გონზე იყო და ადგილობრივები შეეცადნენ გაეგოთ მისგან, ვინ გაუსწორდა ასე სასტიკად, თუმცა კვარაცხელიამ არ იცოდა ვინ დაესხა თავს.

თავდამსხმელი იქვე მდებარე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, თუმცა ამ დრომდე ის საგამოძიებო უწყებებს იდენტიფიცირებული არ ჰყავთ.

“მთავარის” ინფორმაციით, მისი მკვლელობა აზერბაიჯანიდან დაუკვეთეს.

კვარაცხელია  feedc-ის დამფუძნებელი იყო. პლატფორმის, რომელიც ხალხს მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის გაცვლის თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს და მას არანაირი კავშირი ქურდულ სამყაროსთან არასოდეს ჰქონია.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელი სავარაუდოდ, დაქირავებული ქილერია. არსებული ინფორმაციით მისი მკვლელობა მამის, ე.წ კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიას საქმიანობას უკავშირდება.

მედიკოსების რამდენიმე საათიანი მცდელობის მიუხედავად ნიკა კვარაცხელია დღეს დილით, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა და დაზიანებული ჰქონდა შინაგანი ორგანოები.

ამ უმძიმეს ფაქტს დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოეხმაურა.

კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ მუხლი რომლითაც გამოძიება მიმდინარეობდა გადაკვალიფიცირდა და ახლა გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებით მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share