“კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა…ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე”

“მე, რა თქმა უნდა გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა.
ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს, ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნარკოტიკს და რამდენი წელი იძახოდნენ ზუსტად იგივეს.
ეს არის კლასიკური გაშავების ყველაზე პრიმიტიული ტექნოლოგია.
ვიღაცა ერთუჯრედიანებს, ათასჯერ რომ გაუმეორებენ, ვიღაცა არის “კოკაინშიკი” მერე ნაწილი მართლა იჯერებს.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს რა დონის ნაძირლებთან და მატყუარებთან გვაქვს საქმე.
ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ კალაძე აბსოლუტურად ერთი ერთში იმეორებს ამ ბრალდებებს, რაც ზუსტად მიუთითებს, რომ საერთოდ არაფრით არ განსხვავდება დანარჩენი ოცნების ბანდისგან, გარდა კარგი რუჯისა და შედარებით უკეთესი გარეგნობისა.”-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share