15 ოქტომბრიდან იტალიაში დასაქმებულისთვის კოვიდპასპორტის ქონა სავალდებულო გახდება

15 ოქტომბრიდან იტალიაში ე.წ მწვანე საშვის ქონა სავალდებულო იქნება. ეს საშვი იქნება Covid-19-ზე ვაქცინაციის, ვირუსის გადატანის, ან კოვიდტესტირებაზე უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთი. ამის შესხებ ინფორმაციას BBC წერს.

უცხოური მედია წერს რომ თუ ნებისმიერი, ვისაც მწვანე საშვი არ ექნება, არ დაიშვება სამუშაოზე და შესაძლოა 5 დღეში ანაზღაურებაც შეუჩერდეს.

იტალიაში მწვანე საშვის ქონა უკვე სავალდებულოა მატარებლის სადგურებზე, კონოთეატრებში, რესტორნებში, სავარჯიშო დარბაზებსა და აუზებზე დასაშვებად.

კოვიდპასპორტის წარდგენის ვალდებულება აქვთ სკოლების თანამშრომლებსაც.

შეზღუდვა შეეხება ყველა სახის სამუშაოს. თუკი აღმოაჩენენ, რომ კომპანიის წარმომადგენელი მწვანე საშვის გარეშე მუშაობს, ორგანიზაციასა და თანამშრომლებს შესაძლოა 1 500 ევროს გადახდა მოუწიოთ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: