გაიცანით თევზი, რომელსაც მიწაზე სძინავს

პროტოპტერი თევზის სახეობაა, რომელსაც არა წყალში, არამედ მიწაზე სძინავს. მისი სამშობლოა განა, დასავლეთ აფრიკა. თუ ფოტოებზე, ან რეალობაში დაინახავთ, როგორ იღებენ განას მცხოვრებნი ნიჩბებს და აცხადებენ, რომ სათევზაოდ მიდიან, არ გაგიკვირდეთ. ეს სიმართლეა. ისინი აპირებენ შეაგროვონ საოცარი ფილტვის მქონე თევზი – პროტოპტერები.

პროტოპტერები ცნობილი გახდა თევზისათვის უჩვეულო უნარით – მხოლოდ ამ ჯიშის თევზებს შეუძლიათ მიწაზე ძილი. ისინი ხმელეთზე 6 თვეზე მეტხანს ატარებენ მიწაში, როცა წყალსაცავები შრება, ხოლო წვიმების პერიოდში იღვიძებენ და გამოდიან გარეთ.

https://intermedia.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share