“ბოლო წლების მანძილზე ამ ქვეყანაში რომ ქურდები შემოდიან და გადიან ბავშვმაც კი იცის. ლავას ოღლის ჩართულობა არჩევნებში, ბათუმურ გარჩევებში ბევრჯერ დადასტურდა.
ამ ფონზე, იმედია ხელისუფლება მამას (კანონიერ ქურდს) შვილის პანაშვიდზე და დაკრძალვაზე ჩამოსვლის უფლებას მისცემს. არ მგონია ამ ქვეყანაზე არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამ ამბავს გააპროტესტებს”.
წერს ცნობილი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.