რუსული ვაქცინის Sputnik V-ს ავტორიზაციის პროცესი შეჩერდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო, რუსული ვაქცინის sputnik v-ს ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, წარმოების პროცესი საჭირო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

რუსეთმა ჯანმოს ვაქცინის ავტორიზაციისთვის თებერვალში მიმართა, თუმცა გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ვერ მიიღო.

ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინის დამტკიცების პროცესი მანამ გადაიდება, სანამ საწარმოში, სადაც Sputnik v-ს ვაქცინას აწარმოებდნენ, ხელახალი შემოწმება არ ჩატარდება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share