The Guardian-ის ინფორმაციით, პროგრამა ძირითადად სკოლებში განხორციელდება და ადმინისტრაციებს მიეცათ მითითება, დაუკავშირდნენ პოლიციას, თუ თვლიან, რომ მათი სკოლის შენობებთან საპროტესტო აქციებია მოსალოდნელი.
12-15 წლის ბავშვების აცრა შოტლანდიასა და უელსში მიმდინარე კვირაში დაიწყება. ჩრდილოეთ ირლანდიაში კი ამ ასაკის მოზარდებს ვაქცინაციას ოქტომბრიდან შესთავაზებენ.