კომპანია Pfizer-ში ამბობენ, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11-წლამდე ბავშვებშიც მუშაობს. მათივე განცხადებით, შეერთებული შტატებისგან ვაცქინა მალე მიიღებს ნებართვას, ამ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციაზე. ინფორმაციას გამოცემა The Associated Press ავრცელებს.
AP-ის ცნობით, დაწყებითი სკოლის ბავშვებისთვის, კომპანიამ გაცილებით დაბალი დოზის ვაქცინა გამოუშვა – იმის მესამედი, რომელიც ახლა ერთ დოზაშია მოცული. როგორც გამოცემას Pfizer-ის ვიცე-პრეზიდენტმა განუცხადა, ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ, 5-დან 11-წლამდე ასაკის ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების ისეთივე ძლიერი დონე განვითარდა, როგორც მოზრდილებში.
ბავშვების დოზა ასევე აღმოჩნდა უსაფრთხო, დროებითი გვერდითი მოვლენებისთვის, როგორიც არის მკლავის ტკივილი, სიცხე ან ზოგადი ტკივილი.
კომპანიის წარმომადგენლის თქმით, კომპანია აპირებს, რომ ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციას, თვის ბოლომდე, შესაბამისი განცხადებით მიმართონ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვის დაუშვან, ამის შემდეგ კი მალევე, ამავე განცხადებით, ევროპულ და ბრიტანულ მარეგულირებლებსაც მიმართავენ.
ამ ეტაპისთის, ამერიკაში Pfizer-ის ვაქცინით აცრა 12 წლის ზემოთ ბავშვებს შეუძლიათ.