რას ერჩით ამ კაცს?!
9 წელი აკვირდებოდა, უსმენდა, უთვალთვალებდა და დაგილაგათ ცხვირწინ ერის და ბერის რეალური სახე…
ზოგიერთებივით კი არ ყვიროდა “ქართველი ხალხი ბრძენია”-ო. არა ბატონო, მან გასაგებად გითხრათ, რომ ეს ქვეყანა ერთი პატარა სოფელია სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი “პეროიანი ბაბლია”, რომელთა ყიდვაც გროშებში შეიძლება… იყიდა ყველა. დიახ ყველა ვისაც ათეულობით წელი ტაშს უკრავდით, ვისი კულტურული შემოქმედება თუ სამეცნიერო მიღწევები საამაყო გქონდათ…
რომ არა ბიძინა, დღემდე არ გეცოდინებოდათ, რომ თქვენს მიერ ჩადენილი ცოდვების სინანული აღსარების სახით, იქვე საკურთხეველთან, სუს-ის აგენტებზე 150 ლარად იყიდებოდა…
რომ არა ბიძინას გამჭრიახე თვალის ფათური თქვენს საძინებლებში, იმასაც ვერ დაიჯერებდით ჩვენს ქვეყანაში სექსი, რომ არსებობდა…
თავზე დაგამხოთ მითი “თავისუფალი ქართული სულის” არსებობისა და დაგანახათ რომ ხართ კრებითი მონა – ღარიბაშვილები; კობახიძეები; მდინარაძეები თუ თალაკვაძეები, რადგან 9 წელი მათ არსებობას შეეგუეთ და იტანთ.
რომ არა ეს კაცი, ვერასოდეს გაიგებდით, როგორია ჩასვრილი ან ფულზე გაყიდული ოპოზიცია, რომელსაც საპროტესტოდ ქუჩაში რიგითი ელექტორატი კი არა, საკუთარი ოჯახის წევრების გამოყვანაც კი არ ძალუძს…
რომ არა ეს კაცი……………………………………………………..
ჰმ, მართლა რას ვერჩით ამ კაცს?
საფრანგეთი- საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ სულაშვილი.