,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ოზურგეთის მერის პოსტზე, ირაკლი ღლონტი. ფეისბუკის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:
“მე მსურს მოვუწოდო ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს ბატონ კონსტანტინე შარაშენიძეს, დაუყონებლივ შეწყდეს დეზინფორმაციის ტირაჟირება, თითქოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ისევ ეხმარება მას არჩევნებში.
მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მპგ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” და მრავალი უპარტიო ოზურგეთელისთვის რადიკალურად მიუღებელია ივანიშვილის თითოეული წარმომადგენლის მხარდაჭერა, მათ შორის ბატონი შარაშენიძის.
ბატონმა კონსტანტინემ ოპოზიციის და უპარტიო ოზურგეთელი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერით 2017 წელს შეძლო მერის პოსტის დაკავება, თუმცა მან, გამარჯვებიდან რამდენიმე საათში საკუთარ ეზოში ააფრიალა ,,ქართული ოცნების” დროშა, ნიშნად იმისა, რომ ის კვლავ ოლიგარქის ინტერესის გამტარია.ბატონი შარაშენიძე მერობის ყველა ეტაპზე დაუფარავად გამოხატავდა ივანიშვილის ინტერესებს, რაც გახდა მის მიმართ ხალხის სამართლიანი კრიტიკის და უნდობლობის საფუძველი.
მოგიწოდებთ, გეყოთ გამბედაობა და მოსახლეობის წინაშე ვიასპარეზოთ კეთილსინდისიერი და სამართლიანი პრინციპებით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მიიღებთ უმკაცრეს პასუხს” ნათქვამია განცხადებაში.