“სამშობლოს გადაბარება არ მოხდება ბატონებო, გავწვებით”

“სამშობლოს გადაბარება არ მოხდება ბატონებო – გავწვებით“- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა “ფორმულა”-ს ეთერში.

“მე ვეუბნები ქართულ ოცნებაში მყოფებს, ვისაც ოდნავ ტვინი აქვს. სამშობლოს გადაბარება ვერ მოხდება ბატონებო, არ მოხდება, გავწვებით. ჩემნაირს ხომ იპოვით კიდევ 100 კაცს. თინა (ბოკუჩავა) ხომ იპოვის თავის გარშემო 100 კაცს. მერწმუნეთ, სვანების აჯანყება რომ არსებობდა, ის შემთხვევით არ იყო.

კაცები ცხოვრობენ აქ, ვერ გადააბარებენ სამშობლოს, მაშ რა დარჩა? – სისხლი უნდა დაღვარო შენი ძმის? იდიოტი ხარ ყველა ვარიანტში. ამიტომ, რომ არ იყვნენ იდიოტები და მათი ცხოვრება არ იქცეს ჯოჯოხეთად, ჩემი რჩევაა, ვისაც შერჩა გონება, დადგნენ სამშობლოს გადასარჩენად” – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share