სტიქია ბათუმში – წყალი სახლებში შევარდა

ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმი ისევ დაიტბორა. წყალი საცხოვრებელ სახლებსა და კომერციული ობიექტებში შევიდა.

დაზიანებულია, ავტომობილები. სამარშრუტო ტაქსების შეფერხებით მოძრაობის გამო მოქალაქეებს დატბორილი ქუჩების გავლა ფეხით უწევთ.

„ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, დატბორილია ძირითადად შავშეთის, ბაგრატიონისა და თავდადებულის ქუჩებზე არსებული სავაჭრო ობიექტები, სახლის პირველი სართულები.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ყველაზე პრობლემური ადგილების ამოტუმბვითი სამუშაოები. სადაც წყლის დონე ჯერ ისევ მაღალია, ვერ ხერხდება ტექნიკის შეყვანა და სამუშაოების დაწყება. ასევე, იწმინდება ზღვაში გამავალი სანიაღვრე “ – აცხადებენ კომპანიაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share