ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
ცნობისთვის, საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის ყველა კანდიდატს შორის დებატები გაიმართა.
თავდაპირველად დებატებში მონაწილეობაზე თანხმობა მერობის 16-ივე კანდიდატმა განაცხადა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა. მან კახა კალაძეს კორუმპირებული და კრიმინალების მფარველი უწოდა.
მაშინ, როდესაც ნიკა მელია დებატების სტუდიას ტოვებდა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა რეპლიკის სახით მიმართა, სტუდიიდან ისე გასულიყო, რომ მიკროფონი დაეტოვა.
„ნახვამდის, სულ კარგად ბრძანდებოდე, მიკროფონი დაგვიტოვე და ისე გადი“, – მიმართა კახა კალაძემ ნიკა მელიას.
ნიკა მელიამ დებატებისას აღნიშნა, რომ პირდაპირ ეთერს ტოვებს, რადგან კახა კალაძესთან ერთად ყოფნა არ უნდა.
„პატივს ვცემ ყველა პარტიის ამომრჩეველს, მაგრამ ერთ სივრცეში მოძალადე, კორუმპირებულ, ძირგამომპალ ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს, მე არ ვაპირებ ყოფნას. ესეც ასე. კარგად ბრძანდებოდეთ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.