აცრა სავალდებულო არ იქნება – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

„მოლოდინი, რომ ამ პერიოდისთვის ვაქცინაციის ტემპი შედარებით დაიკლებდა გვქონდა. ასევე, 60 წელზე ზევით მოსახლეობის მცირე ნაწილი არის ვაქცინირებული. ჩვენთვის კრიტიკულია სწორედ ამ ასაკის მოსახლეობის აცრა, ვინაიდან მათი ჰოსპიტალიზაცია, რეანიმაციაში მოთავსება და ლეტალობა არის ძალიან მაღალი. თუ არ მოხდა ამ ჯგუფის მაქსიმალური მოცვა, შემდგომი ტალღის პერიოდშიც გვექნება გადატვირთული ჰოსპიტალიზაცია და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. დღესდღეობით 60 წელზე ზევით მოსახლეობაში ვაქცინაციის მაჩვენებელია 21%-ია, რაც ძალიან დაბალია. პირველადი ჯანდაცვის ექიმების აქტივობა არის სწორედ ამ ჯგუფზე მოთხოვნილი“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სავალდებულო ვაქცინაციაზე გადასვლა არ იგეგმება, ვინაიდან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იყოს გამოყენებული საკონსულტაციო რესურსი:

„ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ იძულებით აცრაზე, ვინაიდან დარწმუნებული ვართ, ჩვენი მოქალაქეები საკმაოდ გონიერები არიან. ზრუნავენ საკუთარ თავსა და ნათესავებზე და იმ საინფორმაციო არხებით, რომლებიც სამინისტროს აქვს მობილიზებული, ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ მოქალაქეები, აცრაზე გადაწყვეტილება თავიანთ სასიკეთოდ მიიღონ; ამ ეტაპისთვის, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ გვაქვს მსჯელობა“. – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

etaloni.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share