“პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს…ეს არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის”- მელია კობახიძესთან დაპირისპირებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

როგორც მელიამ აღნიშნა, კობახიძეს არ უნდა მიეცეს საშუალება დმანისის თუ რუსთავის ინციდენტებზე, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ტყუილები ილაპარაკოს.

“ადამიანი, რეჟიმი, რომელიც ბედავს, სასიკვდილოდ დაგიჭრას მშვიდობიანი მოქალაქეები მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოდიან შენ საარჩევნო შეხვედრაზე და ამის მერე საჯარო სივრცეში საუბრობენ, თითქოს ჩვენ მოვაწყვეთ პროვოკაცია, თითქოს ჩვენ დავჭერით სასიკვდილოდ ხანჯლებით და დანებით, თითქოს ჩვენ გავუსწორდით ფიზიკურად ადამიანს რუსთავში 3 დღის წინ, ეს ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მიეცეს შესაძლობლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს როგორც არის მიჩვეული. როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები, პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ეს არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის”, – თქვა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, კობახიძესა და მელიას შორის დაპირისპირება ცოტა ხნის წინ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მოხდა. მელიამ კობახიძეს ჰკითხა “ჩვენ დავჭერით აქტივისტები?” მოგვიანებით კობახიძემ და მელიამ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share