დღეს დილით მაგრად წვიმდა.
ადრე დილით მოვედი ოფისში და კართან, ქოლგით, დამხვდა სანდომიანი ქალბატონი, რომელმაც არც კი გამეცნო ისე გადმომცა წერილი ხელში და წავიდა…
შემოვედი და ქურთუკი არ კი გამიხდია ისე შევუდექი წერილის კითხვას. სიმართლე გითხრათ არ ვარ ნამეტანი გულჩვილი, მაგრამ ეს წერილი რომელიც ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა დამიტოვა და რომელიც ჩვენს სოფ.ნინოშვილი-ნიგვზიანის თემის მაჟორიტარობის კანდიდატს Mishiko Modebadze ეხება ემოციის და სრულიად გულწრფელი ცრემლის გარეშე ვერ წავიკითხე.
ვკითხულობდი და თან ვფიქრობდი, რომ ნამდვილად არსებობენ ადამიანები ვინც არჩევს სინათლეს და სიბნელეს, წარსულს და მომავალს, გულწრფელობას და ბოღმას, სიძულვილსა და სიყვარულს და ა.შ!
იმედი მაქვს 2 ოქტომბრის არჩევნებზე ეს სრულიად მართალი და გულწრფელი წერილი – “წერილი უცხო ქალიდან” გახდება არა მხოლოდ ნინოშვილი – ნიგვზიანის თემის ინსპექციის წყარო, არამედ მთელი ლანჩხუთის და მთელი საქართველოს! ამ წერილს აუცილებლად დაბეჭდავ ადგილობრივ პრესაში, ხოლო ძალიან მცირე ამონარიდს შემოგვთავაზებთ თქვენ “ცხოვრება მარადიული განახლებაა. ის, რაც იყო გუშინ, დღეს საკმარისი არაა. ცვალებადობა აუცილებელია, ოღონდ პროგრესული, ბევრი კარგი სიახლის მომტანი და დამამკვიდრებელი სუფთა ხელებით, წრფელი ფიქრით.მოქმედებით გასხივოსნებული მომავალი გვსურს და გვეიმედება ერთი კეთილი, გულისხმიერი, შრომისმოყვარე, სამართლიანი, უბრალო, თავის სამშობლოზე და სოფელზე შეყვარებული არჩეულილი ახალგაზრდის – მიხეილ მოდებაძის. მან თავისი შრომისმოყვარეობით გაიკვლია გზა. მამით ობოლს და მატერიალურად შეჭირვებულს უკან არ დაუხევია მრავალი სიძნელეების წინაშე. ოჯახის უფროსობაც გასწია, დედასა და ძმებსაც თვითონ პატრობნობდა. მუხლჩაუხრელად შრომობდა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებაც შეძლო. მიშიკო მოდებაძეს გარდა ოჯახზე ზრუნავისა, ქვეყნის მომავალზე ფიქრიც მუდამ თან ზდევდა”
წერს უცნობი ქალბატონი………
P. S ამის დამწერი ვინაობას რატო უნდა მალავდეს ისმის კითხვა ხო?
ამაზე პასუხი 2 ოქტომბერს თქვენთვის მომინდია ძვირფასო ამომრჩევლებო!