“დღეს ყველაზე კარგი ბებიას დაბადების დღეა” -როგორ ულოცავს შვილიშვილი ექიმ ნანა ტრაპაიძეს იუბილეს

ოზურგეთის საპატიო მოქალაქე, ექიმი ნანა ტრაპაიძე 80 წლის გახდა.

როგორ ულოცავს ყველასათვის საყვარელ ექიმს, დაბადების დღეს შვილიშვილები სოციალურ ქსელში, “გურიის მოამბე” წერილს უცვლელად გთავაზობთ:

დღეს ვისი დაბადების დღეა? ისე დავაკვირდი და ყველა პოსტს ასე ვიწყებთ, დღეს ვისი დაბადების დღეა? ალბათ ყველამ იცით და არც ჩვენი და არც არავის პასუხი არ გჭირდებათ…..

დღეს ყველაზე კარგი ბებიას და ექიმის დაბადების დღეა დღეა. მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ადამიანის. ჩვენი მეგობრის ყველაზე, ყველაზე, ყველაზე საუკეთესო ბებიის!

მის გარეშე არავის არ შეუძლია ცხოვრება, არც მე არც ჩვენ და არც მთელ ოზურგეთს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ არის ნამყოფი . ერთხელ მაინც არ აქვს მოსმენილი მისი ყველაზე ტკბილი და დამამშვიდებელი სიტყვები . და არ აქვს ნანახი მის ყველაზე საინტერესო კაბინეტი. მთელი დღეც რომ ვუსმინო არ მომბეზრდება. კი გვეჩხუბება ხანდახან გვებუტება, მაგრამ ეს იმიტომ რომ ჩვენთვის კარგი უნდა … გილოცავ ბე ….

წერენ ნინუცა და სალომე მაღულარიები.

80 წლის იუბილე, ოზურგეთისთვის საყვარელ ნანა ექიმს, სამსახურში მიულოცა მისმა რძალმა სოფიო ქარცივაძემ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია “საქართველოსთვის” პროპორციული სიის ერთ-ერთ ლიდერია.

ქალბატონი სოფიო ღვაწლმოსილ ექიმთან, ამავე პარტიიდან ოზურგეთის მერობის კანდიდატთან, გია ცეცხლაძესთან ერთად მივიდა.

ცნობილი ექიმი, ნანა ტრაპაიძე ნახევარ საუკუნეზე მეტია ოზურგეთელების სამსახურშია.

მიუხედავად ასაკისა, ის დღემდე აქტიურ  სამედიცინო მოღვაწეობას ეწევა:

“ამ წლების განმავლობაში ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარი, ჩემი ოზურგეთელების სიყვარული და მათი ჩემდამი თბილი დამოკიდებულებაა. მიხარია, რომ ნახევარ საუკუნეზე მეტია აქტიურად ვემსახურები ამ საქმეს და მადლიერებას ვიღებ არა მხოლოდ პაციენტებისგან, არამეს თანაქალაქელებისგან. მადლობას ვუხდი ყველას, თითოეული კეთილი და თბილი სიტყვისთვის, რაც მივიღე და რაც წლების განმავლობაში მიმიღია”-უთხრა “გურიის მოამბეს” ნანა ტრაპაიძემ.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share