“ჩვენ ეტყობა ძალიან დიდი წარმოდგენა გვაქვს ჩვენს თავზე. მე მეგონა რომ ბევრად თავისუფალი და ჯანსაღი საზოგადოების წევრი ვიყავი” – ამბობს ტვ. “ფორმულას” ეთერში მსახიობი ნანა ბუთხუზი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას ასე აფასებს:
“ხელისუფლება ყველაფერს კადრულობს და აკეთებს, მაგრამ ჩვენ რას ვშვებით? მეტი რაღა უნდა მოხდეს? ერთი დახვრეტა არ არის, ამის გარდა ყველაფერი იკადრეს. არ მესმის ამას როგორ ვეგუებით, რატომ არ ვაპროტესტებთ?
ყველაფერი მოხდა უკვე, ერთადერთი დახვრეტა და გადასახლება არ არის… როგორ უნდა ეგუებოდე მსგავს მოვლენას. ნუთუ შეურაცხყოფილად არ გრძნობს ეს ხალხი თავს?!“ – ნანა ბუთხუზი