წინასაარჩევნო მოსყიდვა გურიაში – ოზურგეთში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფელში წყლის ორი ავზი აიტან.
ძიმითის, ნაგომრისა და ასკარნის საარჩევნო ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტიტე მგელაძემ სოფელში ორი წყლის ავზი აიტანა და მოსახლეობას გადასცა. ეს კი მას შემდეგ გააკეთა, რაც სოფლის მოსახლეობა ოზირგეთის მერობის კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს შეხვდა და წყლის საკითხი დააყენა.
სოფლის გამგებელი არ ამბობს, საიდან გაჩნდა სოფელში რეზერუარები და არის თუ არა ეს საარჩევნო მოსყიდვა, თუმცა თავად მაჟორიტარობის კანდიდატი წინსაარჩევნო მოსყიდვაში პრობლემას ვერ ხედავს.
ტიტე მგელაძე “პირველებთან” ადასტურებს, რომ ავზი ნამდვილად მან იყიდა და მასში 7200 ლარი გადაიხადა.
“დიახ, მე ვიყიდე სამი დღის უკან. 7200 ლარი გადავიხადე. ვმუშაობ, ვშრომობ და რა პრობლემაა? რატოა მოსყიდვა? – 70 ოჯახი იხრჩობა უწყლოდ და ავდექი და ვიყიდე. ხო არ მოვიუტყუებ. ჩემი კანდიდატურა თუ მოხსნეს, შემდეგში ვიყრი კენჭს თქვენ არ ინერვიულოთ”,- აცხადებს ტიტე მგელაძე.