“საქართველომ გაასწრო ბევრ მოწინავე ქვეყანას”

მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45-ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილზეა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ Freedom House-ს შეფასებით, საქართველო, გამოკვლეულ ქვეყნებს შორის, კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა.

კორუფციის კონტროლით ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს -ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი.

ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „კორუფციის კონტროლით“ უსწრებს 14 სახელმწიფოს. ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მას მხოლოდ ბალტიის ქვეყნები უსწრებს.

რაც შეეხება კორუფციისგან თავისუფლებას-Freedom House-ს შეფასებით საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა.

The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-14 პოზიციაზე მოხვდა;

“ხელისუფლების ეფექტურობის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის საუკეთესო 20%-ში, 38-ე ადგილზე გავიდა, ევროპაში მსოფლიო ბანკის წევრი კონტინენტური ქვეყნების საუკეთესო ოცეულში კი ჩვენი ქვეყანა მე-19 ადგილზე დასახელდა.

„საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების კორუფციის“ მიმართულებით 180 ქვეყანას შორის საქართველომ კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო მასშტაბით მე-20 შედეგი აჩვენა და ევროპის მასშტაბით მე-12 ადგილი დაიკავა – აცხადებს ღარიბაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share