წინასაარჩევნო მოსყიდვა – “ოცნების” წევრის სახელით ოზურგეთში ახალი საქანელები მიიტანეს

გურიაში წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების მოსყიდვა გრძელდება. ოზურგეთში მალაზონიას ქუჩაზე საქანელები მიიტანეს, ყუთზე კი “ქართული ოცნების” ათეულის წევრის სახელი და გვარი აწერია. ნათია გოლიაძე არჩილ თალაკვაძის მეჯვარის და არის.

“ოცნების” აქტივისტები “გურიის მოამბესთან” ამომრჩევლის  მოსყიდვის ფაქტს უარყოფენ.

ჟურნალისტები მალაზონიას ქუცაზე მაშინ მივედით როცა რამდენიმე ადამიანი საქანელებს ამონტაჟებდა

ჩვენმა მისვლამ ეს ადამიანები გააღიზიანა.

ადგილზე ოპოზიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ.

ოზურგეთის მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ სამუშაოებთან მერიის კავშირი უარყო და თქვა, რომ მსგავსი პროექტები მერიას წინასაარჩევნო პროცესში შეჩერებული აქვს.

მერობის კანდიდატის, “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ღლონტის განცხადებით, მომხდარით სასწრაფოდ უნდა დაინტერესდეს პროკურატურა, რადგან ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: