“თავდასხმები, რომელიც დღეს ეკლესიაზე ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს აწყობს. მოგიწოდებთ ილოცოთ სწორი გადაწყვეტილებისათვის, ბატონი ავთანდილ თალაკვაძე კეთილსინდისიერი პიროვნებაა, ის უამრავ ოზურგეთელს დაეხმარა და დაუფარა ოპერაციის ხარჯები”
ეს განცხადება, გუშინ, ბახვის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა ბესარიონმა (ლომინეიშვილი) კვირის ტრადიციული წირვის შემდგომ გააკეთა.
მამა ბესარიონმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ თავის არჩევანს ავთანდილ თალაკვაძეზე აჩერებს.
მამა ბესარიონი წლებია “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია.
მას ახლო ურთიეთობა აქვს ოზურგეთის ექს მერ ბეგი სიორიძესა და მის მძახალთან-ილა კეჭყმაძესთან.
ბიზნეს ურთიერთობის გამო, ბოლო წლებში, მას დაძაბული ურთიერთობა ქონდა ე.წ. კანონიერ ქურდებთან.
ოზურგეთში მოქმედი ერთერთი ლომბარდის გამო ზემოაღნიშნულ მამაოსა და რამდენიმე ე.წ. კანონიერ ქურდს შორის სიტუაცია ისე დაიძაბა, მიუხედავად მეზობელ თურქეთში მცხოვრები რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტის მხარდაჭერისა, მას, საფრანგეთში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტები ფიზიკური ანგარიშსწორებითაც ემუქრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ მამა ბესარიონი არ არის ერთადერთი სასულიერო პირი, რომელიც ძმებ თალაკვაძეებთან ახლო ურთიერთობაში იმყოფება, დღეს, ოზურგეთის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ავთანდილ თალაკვაძე, თავის ძმასთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად, მამა ნოეს შეხვდნენ, ამ უკანასკნელის (ექადიის) რეზიდენციაში.
შეხვედრის შუამავალი გურიის ექს გუბერნატორი-მერაბ ჭანუყვაძე იყო.