დღეს, ლანჩხუთის პოლიციის შენობის წინ 30-მდე ადგილობრივი ფერმერი შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის მონაწილეებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, საქონლისა და კამეჩის მასიური ქურდობები გააპროტესტეს.
მათი განცხადებებით, თითქმის, ყოველდღიურად, მასიურად ხდება მოპარვა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვების, რაც უდიდეს დარტყმას აყენებს ამ დარგს.
აქციის მონაწილეები, პოლიციას იმდენად არ ადანაშაულებენ, რამდენადაც ხელისუფლებას. რადგან აცხადებენ, რომ ხშირია ფაქტები, როცა პოლიცია აკავებს ქურდს, მაგრამ „ზემოდან ზარის გამო“, ისინი უშვებენ დაკავებულს.
მიმდინარე აქციას შემოუერთდა ადგილობრივი ოპოზიციაც. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, კახა ასკურავას გაცხადებით, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ შესაბამისი უწყებები, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკური ოპოზიციის დევნითაა დაკავებული, ამ დროს კი, ქურდობები უყურადღებოდ რჩება.
ადგილობრივ არჩევნებში, ლანჩხუთის მერის კანდიდატი, ლია მუხაშავრია ერთ-ერთ პრობლემად თვითმმართველობის სისუსტეს ასახელებს და ამბობს, რომ აუცილებელია ისეთი ხელმძღვანელი პირები, როგორიც პოლიციის უფროსია, არჩევითი იყოს და ამ შემთხვევაში, ის იძულებული გახდება უფრო მეტად დაემორჩილოს ხალხის ნებას და არა ზარებს ზემოდან.