ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი ინფექციონისტის ანტონი ფაუჩის განცხადებით, Covid-19-ის წინააღმდეგ სრული ვაქცინაციისთვის სამი დოზა განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, ბავშვებში აუცილებელი იქნება თუ არა მესამე დოზის დამატება. მისივე თქმით, თუ ვაქცინაციის პროცესი წარმატებული იქნება, პანდემია 2022 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ამის შესახებ მან „ტელეგრაფთან“ საუბრისას განაცხადა.
„იმედია, პანდემია მომავალი წლის გაზაფხულისთვის დასრულდება, მაგრამ დელტა ვარიანტის შემდეგ „არანაირი გარანტია“ არ არსებობს. ეს მხოლოდ იმედია, ვნახოთ, რა იქნება… ვფიქრობ, საბოლოოდ, როცა ყველაფერს გადავხედავთ, სწორი გადაწყვეტილება იქნება ვაქცინის მესამე დოზის დამატება. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, მათთვის მესამე დოზაზე ფიქრი ჯერ ადრე მიმაჩნია. “, – განაცხადა ფაუჩიმ.